საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, რომ მმართველი პარტია მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატს მისი გამოცდილების, რეპუტაციის, შესაბამისი იმიჯის საფუძველზე შეარჩევს.
„ჩვენ აუცილებლად გვეყოლება ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი. პრეზიდენტი უნდა დადგეს პარტიებზე მაღლა, იყოს ზეპარტიული არსებულ კონსტიტუციურ სისტემაში და ამისათვის საჭიროა შესაბამისი თვისებები. მომავლი პრეზიდენტი ბუნებით აკადემიური უნდა იყოს. ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ზოგადი კრიტერიუმებით. მნიშვნელოვანია გამოცდილება, რეპუტაცია, შესაბამისი იმიჯი და ეს იქნება ის ობიექტური კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც შეირჩევა ჩვენს მიერ პრეზიდენტობის კანდიდატი. შეიძლება ეს იყოს გუნდის წევრი, იმ მომენტისათვის, როდესაც ის იქნება წარდგენილი პრეზიდენტობისთვის, თუმცა, თავისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე კანდიდატი უნდა იყოს ისეთი, რომელიც შეძლებს იყოს პარტიებს მაღლა და ის არ უნდა იყოს მიკერძოებული, არც მმართველი პარტიის და არც ოპოზიციური პარტიების მიმართ. ის უნდა იყოს ნეიტრალური და ამისთვის მთავარია არა მისი წარსული კავშირი რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, არამედ მისი პიროვნული თვისებები", - განაცხადა პარლამენ