logo_geo
eng_logo
თურქეთის მმართველი პარტიის ოფისზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა
- +

18 აპრილი. 2016. 10:45


თურქული გამოცემა „Hurriyet"-ის ცნობით, ქალაქ სტამბოლში, მმართველი პარტიის „AK Parti"-ის ოფისზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. უცნობმა პირებმა ოფისის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ისროლეს. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.


თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner