2013 წლიდან 2017 წლამდე საქართველოში ბინადრობის ნებართვა 85 604 უცხოელმა მიიღო, მათგან 26 111-მა მუდმივი ბინადრობის, ხოლო 59 49-მა დროებითი ბინადრობის.
საქართველოს მოქალაქეობა კი, ბოლო 5 წლის მონაცემებით, 23 011 ადამიანმა მიიღო. ჯამში, 108 615 პირმა მიიღო ბინადრობის ნებართვა და მოქალაქეობა.
2017 წლის მონაცემებით, დროებითი ბინადრობის ნებართვა მოიპოვა 13 336 პირმა, მუდმივი ბინადრობის მოწმობა კი - 2 820-მა. საქართველოს მოქალაქეობის მიღების ყველაზე დიდი მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა - 6 440 ადამიანი, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან 9 ოქტომბრამდე 3 097 უცხოელი საქართველოს მოქალაქე გახდა.