არასამთავრობო ორგანიზაციის „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფო" დამფუძნებელი, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალური ქსელის მეშვეობით საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართავს.
„მიშა!
მგლის ცრუ გამოძახების სავალალო შედეგები მაინც არ გსმენია ბალღობაში?
სკოლა ერთი გამოვიარეთ და კი უნდა გახსოვდეს...
ღმერთმა ორივე შვილი ჯანმრთელად და ბედნიერად გიმყოფოს, მაგრამ ასე არასრულწლოვნებით სპეკულაცია PR-სტრატეგიისთვის - შენთვისაც კი „ოვერდოზია"!
შეეშვი მითებს, თორემ ერთხელაც მართლა მოვა მგელი..." - წერს მოროშკინა.