აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ალექსანდრე ჩიკვაიძის განცხადებით, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში მდებარე ენგურის ხიდი, რომლითაც მოქალაქეები აფხაზეთში გადადიოდნენ, დროებით იკეტება.
მისი თქმით, მიზეზი რემონტია, რომლის დაწყებაც უახლოეს ხანებში იგეგმება.
„ვიდრე ხიდი არ გაიხსნება, მოქალაქეები წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანისა და საბერიოს დამაკავშირებელი ე.წ. საზღვრით ისარგებლებენ", - განაცხადა ალექსანდრე ჩიკვაიძემ.