საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა კანადის ნაკრები ანგარიშით 54:22 დაამარცხა. „დინამო არენაზე" გამართულ შეხვედრაში ლელოები მორაგბეებმა სოსო მათიაშვილმა, გიორგი ნემსაძემ, ლევან ჩილჩავამ, მერაბ შარიქაძემ და კახა ასეიშვილმა დადეს.
ნოემბერში ეროვნული ნაკრები სულ სამ ტესტ-მატჩს გამართავს. ამ შეხვედრის შემდეგ ქართული გუნდი მსოფლიოში ერთ-ერთ ძლიერ მეტოქეს, უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება.