სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია დღეს იხსნება. სესიას ქართული დელეგაციაც დაესწრება. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის მეთაურს, გიორგი კვირიკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე ევროპელ დეპუტატებს 21 აპრილს მიმართავს. არსებული ინფორმაციით, პრემიერი საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ისაუბრებს. სესიაზე კითხვებს უპასუხებს ევროკომისის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი.