ავტორი ნინი ჩოქური
მსახიობი და მომღერალი გიორგი გილიგაშვილი, რომელიც ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „პრაიმ-შოუში" გამოჩენის შემდეგ აქტუალობას არ კარგავს, გილიგაშვილი „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს, რომ ის ჩვეულებრივი ადამიანია და თავს განსხვავებულად არ თვლის.
„საერთოდ არ ვფიქრობ, რომ განსხვავებული ვარ, მეც, ისევე როგორც თქვენ, ჩვეულებრივ სიტყვებს ვიყენებ. „ჩემმა მზემ" ან ის სიტყვები, რომლებსაც ვიყენებ საუბრის დროს, ახალი არ არის.
დიდება უფალს, ბილწ სიტყვაზე ვთქვი უარი, იმიტომ, რომ არ შეიძლება ერთი კოკიდან ძმარიცა და ღვინოც გადმოედინებოდეს, უნდა აირჩიოს ადამიანმა, საით არის მიდრეკილი, თუ წვეთი ძმარი გადმოსცდება, მან უნდა იგრძნოს სირცხვილი, რომ ეს არ არის კარგი და ჯობია, ისევ ბადაგი გადმოედინებოდეს ბაგიდან.
ჩოხით როდესაც იმოსები ადამიანი, გგონია, რომ მთელი საქართველოს ქერქი გაქვს შემოცმული ტანზე, რაღაც საოცრად გრძნობ თავს, ჩოხას რომ განიმოსავ, მაინც ისე უნდა იქცეოდე და ისეთი იყო, როგორც ჩოხაში გრძნობ და იქცევი",- განაცხადა გიორგი გილიგაშვილმა.