logo_geo
eng_logo
გიორგი გილიგაშვილი: 14 წლის ასაკში გემო გავუსინჯე საქართველოს მიწას!..
- +

12 ნოემბერი. 2017. 01:43


ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „პრაიმ-შოუში" გამოჩენის შემდეგ, მსახიობი და მომღერალი გიორგი გილიგაშვილი, თავისი განსხვავებული საუბრის გამო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. მსახიობმა „რეპორტიორთან" სამშობლოსადმი თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

 

„სამშობლოს გარეშე, როგორც ობოლი, ისე ვგრძნობ თავს, ამას ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში მივხვდი, როდესაც ლონდონში ვიყავი. ყველა მენატრებოდა, თუმცა მათ ტელეფონით ვესაუბრებოდი და თითქოს ცხრებოდა ეს მონატრების სურვილი, მაგრამ სამშობლოს ვერ ვისურვილებდი იქიდან.  როდესაც ჩამოვფრინდი, მახსოვს,  ჩუმად ავიღე და გემო გავუსინჯე საქართველოს მიწას. ეს გაუაზრებლად გავაკეთე თოთხმეტი წლის ასაკში და მერე ვფიქრობდი, ხომ არ გავგიჟდი, რა გავაკეთე-მეთქი. რამდენიმე წელიწადში გავიაზრე, რომ მე ასეთი დამბადა უფალმა, ეს ჩემი გასაკეთებელი იყო, ჩემი შესაგრძნობი იყო ეს სიგიჟე და შევიგრძენი",- განაცხადა გიორგი გილიგაშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner