logo_geo
eng_logo
საკონსტიტუციო რეფორმა შესაძლოა უკრაინაშიც დაიწყოს
- +

12 ნოემბერი. 2017. 02:24




პარტია „სახალხო ფრონტი" უკრაინაში საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით გამოვიდა. ამ ცვლილებებმა პრეზიდენტის უფლებამოსილება უნდა შეზღუდოს. ამის შესახებ რადას დეპუტატი ანტონ გერაშენკო აცხადებს.


პარლამენტარის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი თვითონ ნიშნავს გუბერნატორებს, რაიონების ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს, ორ მინისტრს და მონაწილეობას იღებს საკონსტიტუციო ორგანოების ფორმირებაში.

 

„ვფიქრობთ, რომ ეს საკმაოდ დიდი უფლებამოსილებაა, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს, რადგან იწვევს კონფლიქტს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და საპრეზიდენტო ვერტიკალს შორის", - აცხადებს დეპუტატი და განმარტავს, რომ მისი პარტია საკითხის გერმანიის, ან პოლონეთის მსგავსად გადაწყვეტას ამჯობინებს, სადაც პრეზიდენტი კონსტიტუციის გარანტია, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობაში არ ერევა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner