ავტორი ნინი ჩოქური
მსახიობი და მომღერალი გიორგი გილიგაშვილი, რომელიც ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „პრაიმ-შოუში" გამოჩენის შემდეგ აქტუალობას არ კარგავს. მსახიობმა „რეპორტიორთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მის პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება.
„არ გამაჩნია ჩემი პირადი, გარდა იმისა, რომ მე და სამშობლო ვართ შეყვარებულები ერთმანეთზე.
არ არსებობს ჩემში რაღაც კრიტერიუმი, რომ იმის გამო მომეწონოს. მამაჩემს ვკითხე - დედა რატომ მოგეწონა, როდესაც შეიყვარე-მეთქი და მიპასუხა: შვილო, ეგ რომ ვიცოდე, ჩათვალე, რომ მე არ მეყვარება დედაშენი. შენ ვერ უნდა ხვდებოდე, მასში რა მოგწონს, თორემ თუ ფიქრობ, რომ თვალის ფერის, ხელის მტევნის, რაღაც ნაკვთის ან ხასიათის გამო მოგწონს, ის ნაკვთი დროთა განმავლობაში დაჭკნება და დაბერდება, ის ხასიათიც შეიძლება შეეცვალოს და საბოლოო ჯამში თუნდაც უერთგულო ამ ყველაფერს, გამოდის, რომ შენ მოკვდავ გრძნობათა ცნებას უერთგულე, ამიტომ სულ მშვენიერი უნდა იყოს ის მშვენიერი, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ყველა ნიუანსს",- განაცხადა გილიგაშვილმა.