logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ხვალ ეს ახალგაზრდა ბიჭი აუცილებლად დაბრუნდება პოლიტიკაში ისეთივე სუფთა ხელებით, როგორიც წავიდა!
- +

18 აპრილი. 2016. 11:37


ბოლოს და ბოლოს, ვისწავლოთ ცხოვრება ფარისევლობის გარეშე, ვისწავლოთ სიკეთის დანახვა, მადლიერების ხმამაღლა გამოხატვა!" - წერს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა „facebook"-გვერდზე.



„აი, ახლა ვიტყვი იმ სათქმელს, რაც არასდროს მითქვამს და გულში მაქვს! სანთელ-საკმეველი გზას არ დაკარგავსო, ნათქვამია, მაგრამ ხანდახან ის სანთელიც ძნელად იწვის ხოლმე, იმასაც ამბობენ, სიკეთეს სიჩუმე უხდებაო, ამაშიც ვეთანხმები, მაგრამ იმ სიკეთის მადლიერი ხალხი მინდა ბევრი, იმიტომ, რომ სიკეთის კეთების სტიმული გაათმაგდეს და მართლაც გადამდები იყოს! მე რომ ირაკლი ღარიბაშვილის პიარში ოდესმე მემუშავა, აუცილებლად ვურჩევდი, რომ ყოფილიყო ის, ვინც სინამდვილეშია, ისეთი, როგორსაც მე ვიცნობ, იცნობენ მისი ნაცნობ-მეგობრები, სრულიად უცნობებიც, რომლებსაც უანგაროდ დახმარებია, არ დავგეგმავდი შოუებს და სპექტაკლებს, მაგრამ მე მასთან არ მიმუშავია, თუმცა ხან რუხი მრჩევლობა დამაბრალეს, ხან მისი ფანკლუბის პრეზიდენტად დამნიშნეს, მე კი სინამდვლეში მისი გულშემატკივარი ვარ დღემდე და ვცდილობდი, ის სიმართლე მიმეწოდებინა, რასაც ვიღაც" უბლოკავდა, ვერ მეტყვის ვერცერთი უცნობი მოქალაქე, ვისაც კი ჩემთვის ხმა მოუწვდენია, რამე წერილი, იდეა, პრობლემა ქონია და მე არ დავხმარებივარ მასთან კომუნიკაციაში.

 

ბევრი ცნობილი ადამიანიც კი, რომელიც მასთან იბლოკებოდა, მათაც ვეხმარებოდი, ინფორმაციას ვაწვდიდი, რადგან ვიცი ირაკლის მიდგომები ზოგადად ადამიანების მიმართ, რამდენი ადამიანი ვიცი, სრულიად უცნობი, რომლებსაც აქ სოციალურ ქსელში მიუწერია მისი მეუღლისთვის, რაღაც უთხოვიათ ხან მნიშვნელოვანი, ხან უმნიშვნელო და ყველას დახმარებია.

 

მიკვირს, რომ ის ადამიანები ამას ხმამაღლა არ ამბობენ და ჩუმად მიყვებიან ხოლმე ამ ამბებს!

 

სოლიდარობის ფონდი" კი მართლაც სასწაულებს აკეთებს ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად, რომელიც პირადად ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შეიქმნა, დღეს კი გადავხედე სოციალურ ქსელს და ის ადამიანები, ვინც გუშინ მართლაც დითირამბებს უმღეროდა, ასეთ კომენტარებს აკეთებენ, ძლივს არ გვეღირსა კარგი პრემიერი და ის აღარ გვყავსოო, -გრცხვენოდეთ თქვენ, აი თქვენ, ვინც აქ მოიაზრებით, ხვალ ეს ახალგაზრდა ბიჭი აუცილებლად დაბრუნდება პოლიტიკაში ისეთივე სუფთა ხელებით, როგორიც წავიდა და თქვენ ისევე გნახავთ ის მაქებარ-მადიდებელთა რიცხვებში!

 

ბოლოს და ბოლოს, ვისწავლოთ ცხოვრება ფარისევლობის გარეშე, ვისწავლოთ სიკეთის დანახვა, მადლიერების ხმამაღლა გამოხატვა და საკუთარი თავებიდან დავიწყოთ შეფასება, ვინ ვართ, როგორ ვცხოვრობთ, რას ვაკეთებთ, რომ ოდესმე რამე გვეშველოს! აი, მე ნაშველი მაქვს, თქვენგან განსხვავებით, რადგან ის ვარ, რაც ვარ და ასეთი პირნათელი ვიქნები მუდამ ჩემი მეგობრების და ქვეყნის წინაშე! თქვენ კი არაფერი აღარ გეშველებათ აწი, არაფერი...

 

ესეც გაივლის, წინ მომავალია!" - წერს ნინო ჯღარკავა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner