ხვალ, 100 000 მოწამის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 100 000 მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის.
საზეიმო პარაკლისი 17:00 საათზე შესრულდება. მანამდე, 16:00 საათზე, ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის" ორგანიზებით, გაიმართება შემოქმედებითი კონცერტი, რომელშიც ხალხური ანსამბლები და ფოლკლორული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
13 ნოემბერს, მართლმადიდებლური სამყარო 100 000 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.