logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი: რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა კვლავ კრიზისშია
- +

12 ნოემბერი. 2017. 15:32



რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აზია-წყნარი ოკეანის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის კრიზისი გრძელდება. პუტინის თქმით, კრიზისს ის ფაქტი მოწმობს, რომ თეთრი სახლის ლიდერ დონალდ ტრამპთან, ვიეტნამში მიმდინარე სამიტის ფარგლებში, ოფიციალური პირისპირ შეხვედრა არ შედგა.


ორი ქვეყნის ლიდერმა ერთმანეთს ხელი მხოლოდ სხდომათა დარბაზში ჩამოართვა და რამდენიმე წუთით გაისაუბრა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner