logo_geo
eng_logo
თბილისის მერია თანამშრომლებს მოუწოდებს, თანამდებობებს ბოროტად ნუ გამოიყენებენ
- +

18 აპრილი. 2016. 12:34


თბილისის მერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომლის დაკავებას ეხმაურება. როგორც მერიის განცხადებაშია ნათქვამი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი გიორგი გვენეტაძე.


„გვინდა განვაცხადოთ, რომ თბილისის მერია, უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად თანამშრომლობს და ხელს უწყობს გამოძიებას.

 

მოვუწოდებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ნუ გამოიყენებენ ბოროტად დაკავებულ თანამდებობებსა და უწყების სახელს. ასევე, ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში მომუშავე საჯარო მოსამსახურეების ღირსებასა და პატივს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ როგორც დედაქალაქის მთავრობის, ასევე, საგამოძიებო უწყებების მხრიდან შესაბამისი მკაცრი ზომები გატარდება.

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის მთავრობა რეაგირების გარეშე არ დატოვებს დანაშაულის ნიშნების შემცველ არცერთ ფაქტს", -ნათქვამია მერიის განცხადებაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner