logo_geo
eng_logo
ნაურუს პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთს „ვიზიტით“ ეწვია
- +

12 ნოემბერი. 2017. 19:04



ნაურუს პრეზიდენტი ბარონ ვაკა ოკუპირებულ აფხაზეთს „ვიზიტით" ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.


ნაურუს პრეზიდენტს ე.წ. რუსულ-აფხაზურ საზღვარზე ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე შეხვდა.


ნაურუს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრი ჩარმინ სკოტი, პრეზიდენტის მრჩეველი მილტონ დიუბი და გაერო-ში ნაურუს მუდმივი წარმომადგენელი მარლენ მოუზესი.


დღესვე დაგეგმილია ნაურუს პრეზიდენტის და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას შეხვედრა, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის მდგომარეობასა და პერსპექტივებს განიხილავენ.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner