logo_geo
eng_logo
გია ჟორჟოლიანი: არა მგონია, ჩვენი მთავრობა მატყუარა იყოს!
- +

18 აპრილი. 2016. 12:35


„არა მგონია, რომ ჩვენი მთავრობა მატყუარა იყოს, თუ რაიმე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, ეს უნდა აღმოიფხვრას, თორემ ის, რომ ვინმემ ვიღაცა სპეციალურად მოატყუა, არა მჯერა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომ არჩევნების თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტი მთავრობის მიერ შეცდომაში იქნა შეყვანილი.

 

 

გადაწყვეტილება არჩევნების თარიღთან დაკავშირებით მიღებულია. ვფიქრობ, ეს არ შეიცვლება. რაც შეეხება იმ ვითარებას, რომ კომფორტული გარემო შეიქმნას, ერთი მხრივ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს შორის, მეორე მხრივ, მოქალაქეებისთვის, რათა მათ არ დაერღვეთ ცხოვრების ნორმალური რიტმი და 6 თვის განმავლობაში, მათ შორის მედია, არ იყოს რეგულაციების პირობებში, ასე ეს ქვეყანა ვერ იცხოვრებს. იმედი მაქვს, კონსენსუსი იქნება მიღწეული და ნორმალური ვადა იქნება არჩევნების სუბიექტებისთვის", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner