logo_geo
eng_logo
ლაშა შავდათუაშვილმა დიუსელდორფის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
- +

21 თებერვალი. 2016. 00:51


 

გერმანიაში, დიუსელდორფის გრან პრიზე, -73 კგ. წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

შავდათუაშვილმა პირველ შეხვედრაში ესპანელი ძიუდოისტი, ხავიერ რამირესი იპონით დაამარცხა, მერვედფინალსი ასევე იპონით დააარცხა ბრაზილიელი მარსელო კონტინი. მეოთხედფინალში კი იტალიელი ანტონიო ესპოსიტო 3 შიდოთი დაამარცხა. ნახევარფინალში აზერბაიჯანელ რუსტამ არუჯოვთან ვაზარით დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო, სადაც სლოვენიელი როკ დრაკსიჩი იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

 

ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც ნახევარფინალში ბელგიელ იოაკიმ ბოტიესთან იუკოთი დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის პაპუნაშვილი გერმანელ დომინიკ რესელს დაუპირისპირდება.

 

-73 კგ. წონით კატეგორიაში სამწუხაროდ დამარცხდა ნუგზარ ტატალაშვილი, რომელიც ტურნირ პირველივე შეხვედრიდან, შვედი ტომი მაკიასის წინააღმდეგ შეხვედრაში, 1 შიდოთი გამოეთიშა.

 

21 თებერვალს კი სპორტსმენები -90 კგ, -100 კგ. და +100 კგ წონით კატეგორიებში იჭიდავებენ.

 

-100 კგ. წონით კატეგორიაში ქვეყნის სახელით ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ტაველური იჭიდავებენ, ხოლო +100კგ წონით კატეგორიაში ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი.

 

შეჯიბრი თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება, გულშემატკივარს პირდაპირში ყურება კი ვებგვერდზე ippon.tv-ზე შეეძლება.

 

ფინალური ეტაპები კი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი უზრუნველყოფს.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner