logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: მე უნდა ვიყო მომავალ პარლამენტში!
- +

18 აპრილი. 2016. 12:44


საპარლამენტო უმრავლესობის  წევრ თამაზ მეჭიაურს მომავალ პარლამენტში ყოფნის სურვილი აქვს, თუმცა, ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, მაჟორიტარული წესით თუ პროპორციული სიით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ამის შესახებ მეჭიაურმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქვე დასძინა, რომ მისი განცხადება ამბიციურია, თუმცა, ამას თავისი სინდისიდან გამომდინარე აცხადებს.


„მე უნდა ვიყო პარლამენტში და ამის სურვილი მაქვს, მიუხედავად იმისა, იგივე სურვილი გააჩნია თუ არა სხვას. ჩემი მიზანი ის არის, რომ პრინციპები გავატარო, რომელიც სწორად მიმაჩნია. ამისთვის ვთვლი, რომ დღესდღეობით ჩემი ყოფნა არის საჭირო. შეიძლება ამბიციური განცხადებაა, მაგრამ ამას ჩემი სინდისიდან გამომდინარე ვაკეთებ. სია არსებობს მაჟორიტარული, დამოუკიდებელი, არის კიდევ სხვა სიები. არის უამრავი არჩევანი, რომელიც ადამიანს თვითონ უნდა ჰქონდეს და უნდა განსაზღვროს ისეთი ადგილი, რომელიც მის პრინციპებს დაუმადლებლად გაატარებინებს", - აღნიშნა მეჭიაურმა.


მისივე თქმით, იქნება თუ არა „ქართული ოცნების" სიაში, ეს არ არის მხოლოდ მათი გადასაწყვეტი, ვინც სიას აკეთებს.

 

„ეს ჩემი გადასაწყვეტიც არის. მე ყველა საშუალებით სიაში ყოფნა არ მხიბლავს. პარლამენტში მოხვედრის მრავალი გზა არსებობს სიის გარეშეც. არანაირი სურვილი არ მაქვს, დასამადლებელი მქონდეს მანდატი, როგორც ზოგიერთებს სურთ ხოლმე წარმოაჩინონ, რომ ვიღაცამ გაგიყვანა და ა.შ. მე ჩემითაც გავსულვარ არაერთხელ, ძალიან წყნარად და მშვიდად მომიგია", - განაცხადა მეჭიაურმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner