logo_geo
eng_logo
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ახალ მერებს პირველ სამუშაო დღეს ულოცავს
- +

13 ნოემბერი. 2017. 11:48



სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ახალ მერებს პირველ სამუშაო დღეს ულოცავს.


„თვითმმართველობის არჩევნების პირველმა და მეორე ტურმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ჩვენი ქვეყნის სწორი და დემოკრატიული განვითარება, ეს იყო სამაგალითო არჩევნები. პირველ რიგში მინდა, გუშინდელი გამარჯვება მივულოცო მარტვილის მუნიციპალიტეტის მერს ალექსანდრე გრიგალავას, რომელმაც ხალხისგან ძალიან დიდი ნდობა მიიღო.

 

დღეს ჩვენი რეგიონის ახალი მერები საქმიანობას ოფიციალურად შეუდგებიან, მათ ხალხმა დიდი ნდობა გამოუცხადა, ახლა ამ ნდობას მაქსიმალური გამართლება სჭირდება! აუცილებელია ყველა იმ გეგმის და დაპირების შესრულება რაც წინასაარჩევნოდ გაიცა. წინ ძალიან ბევრი გამოწვევებია, უამრავი საჭიროების და პრობლემების მოგვარება მოგიწევთ, რისთვისაც მუხლჩაუხრელი მუშაობაა საჭირო. მჯერა თითოეული თქვენგანის და წარმატებებს გისურვებთ, ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ უკეთესი მუნიციპალიტეტები", - ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner