უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.11-დღიანი ე.წ. მშრალი შიმშილობის გამო უკრაინელ მფრინავს გაუწყლოების სიმპტომები აქვს.
ნადია სავჩენკოს დის ვირა სავჩენკოს განცხადებით, მის დას სასწრაფოდ სამედიცინო დახმარება ესაჭიროება.
პილოტის დედა მარია სავჩნეკო კი, უკრაინის მთავრობას მოუწოდებს, დააჩქაროს მისი შვილის გათავისუფლების პროცესი.
ნადეჟდა სავჩენკო 6 აპრილის შემდეგ წყალსა და საკვებს აღარ იღებს. იგი რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს აპროტესტებს, რომელიც სწორედ 6 აპრილიდან შევიდა ძალაში. უკრაინელ მფრინავს რუსეთში 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში ადანაშაულებენ, რასაც თავად ბრალდებული კატეგორიულად უარყოფს.