logo_geo
eng_logo
ნუ მოჭრი ბზას! - საპატრიარქო და გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებენ
- +

18 აპრილი. 2016. 13:24


საპატრიარქო და გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებენ, ბზა სახლის პირობებში გაახარონ. საპატრიარქოში დღეს კამპანიის „ნუ მოჭრი ბზას" ფარგლებში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და სხვა პირები მონაწილეობდნენ.


პრესკონფერებნციაზე მეუფე თეოდორემ მოსახლეობას ბზობის მოახლოებული დღესასწაული მიულოცა და მოუწოდა, გაუფრთხილდნენ კოლხურ ბზას, რომელიც გადაშენების საფრთხის წინაშეა.

მიტროპოლიტმა მიმართა მოსახლეობას, ბზის ნერგები სახლებში გაახარონ და შემდგომ ბზობის დღესასწაულებს სახლში გახარებული ბზის ტოტებით შეხვდნენ.



თავის მხრივ, პრესკონფერენციაზე მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა კოლხური ბზის გადაშენებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და საჯარიმო სანქციებზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, სოკოვანი დაავადებისა და „ბზის სიდამწვრის" გამო საქართველოში ბზა გადაშენების პირასაა. ამდენად, აგულაშვილის განმარტებით, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.


 

საჯარიმო სანქციების ოდენობა, 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1 000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.



მინისტრის განცხადებით, გაკეთდა ბზის თესლის ბანკი ჯანსაღი კორომების მისაღებად და ხდება ბზის კალმით გამრავლება. აგულაშვილმა მოუწოდა მოსახლეობას, ბზა სახლის პირობებში გაახარონ.



ამასთან, სამინისტრო მოსახლეობას ეროვნულ საშენ მეურნეობაში გამოყვანილ ბზას სთავაზობს, რომელიც ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებზე გაიყიდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner