logo_geo
eng_logo
სასამართლომ მეუღლისთვის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო
- +

13 ნოემბერი. 2017. 17:01



თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ბრალდებული მ.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლით.

 

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 17 აგვისტოს დილის საათებში,  ქალაქ თბილისში  მ.მ-მ  მეუღლეს  ს.ე.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სახის არეში ხელი დაარტყა. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

მ.მ-ს 18 აგვისტოს წარედგინა  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.მ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია მთავრი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner