მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ტელეკომპანია „მაესტროს" დამფუძნებლების მამუკა ღლონტისა და ეკატერინე აკობიას სასარჩელო მოთხოვნა, რომლითაც ისინი გია გაჩეჩილაძის კუთვნილი წილის მათთვის გადაცემას მოითხოვდნენ. „მაესტროს" სადავო წილები კვლავ გია გაჩეჩილაძის საკუთრებაში რჩება.
მოსამართლემ საკუთარი გადაწყვეტილების ერთ-ერთ არგუმენტად ის გარემოება დაასახელა, რომ არ არსებობს წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და არსებობს მხოლოდ წინარე ხელშეკრულება წილის გასხვისებასთან დაკავშირებით, რაც არ ნიშნავს, რომ წილი გასხვისებულია.