„ამ გარეწრების „აქცია" ჯანსუღის საფლავთან იყო ამაზრზენი, საშინელი, ქართული ბუნების, ყოფის, ტრადიციის და რა ვიცი კიდევ რისი დემონსტრირება! გადაგვარებული, „იზმით" შეპყრობილი, დასამარხი ბრბოს ბინძური გაფართხალება! მიცვალებული, მისი პატივისცემა უპირველესი იყო საქართველოში, სადაც მუდმივ განსასვენებელთან მოსისხლე მტრებიც კი რიგდებოდნენ!!! მაგრამ ეს წარწყმედილი ხალხია! წარწყმედილი და არ არსებობს მათი არც პატიება, არც დანდობა!!!!" - ამის შესახებ რეჟისორი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ღმერთმა ეს როგორ უნდა გვაპატიოს? საით მიექანება ეს ქვეყანა? საით?
ამ ორ ნაყიდ, გარეწარ ქალზე უარესი კი იყვნენ ის ჟურნალისტები, რომლებმაც წამში დაივიწყეს რიტუალიც, განსასვენებლად გამზადებული ადამიანი, მისი ოჯახი და სვავებივით გადავარდნენ უკლებლივ ყველანი ამ არაადამიანებისკენ!
არ გაბედოთ ამ ჟურნალისტების დაცვა! ამას გამართლება არა აქვს!
ვიდექი ქართველების ხელით შუბლგახვრეტილ ილიას საფლავზე და ვუყურებდი ამ საშინელებას...
დინამიკებიდან კი ისმოდა ჯანსუღის ხმა: „თავისუფლება ლომთა ხვედრია!!!"
ღმერთმა გაანათლოს ეს მართლა ლომივით ძლიერი ადამიანი...
„შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო, შენ ისე ღრმა ხარ"... გავიხსენოთ ანა!
იქ უკეთეს ადამიანებთან წავიდა ჩვენი ჯანსუღი...
იმ ღრმა ციდან კი იქნებ ისევ იმ ლომებმა დაიცვან ეს ცოდვილები..." - წერს დოლიძე.