logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

18 აპრილი. 2016. 13:40


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია  „Westwood International Advisors"-ის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო დადებით საინვესტიციო გარემოს,  მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმას და მიმდინარე რეფორმებს. ჭესტწოოდ „Westwood International Advisors"-ის წარმომადგენლების მხრიდან ხაზი გაესვა პროგრესს, რასაც ქვეყანამ მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების მიზნით,  ღია და გამჭვირვალე საინვესტიციო გარემოსა და დადებითი ბიზნესკლიმატის  ჩამოყალიბების კუთხით მიაღწია.  საუბარი შეეხო საპენსიო რეფორმის საკითხებს.

 

„ოთხდღიანმა ვიზიტმა მოგვცა  შესაძლებლობა, გაგვეგო, რა არის ქართველი ხალხის მოტივაცია არსებული პროგრესის მისაღწევად. ქართული გარემო არის ღირსშესანიშნავი და მოვუწოდებთ ყველას, რათა ჩამოვიდეს საქართველოში. იმედი მაქვს, ისევ ვეწვევით საქართველოს, რათა უკეთ გავეცნოთ იმ პროგრესს, რაც გაქვთ მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებისა და ღია ბაზრის  კუთხით", - აღნიშნა „Westwood International Advisors"-ის უფროსმა მენეჯერმა პატრიცია პერეზ კოუტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner