„საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის" თავმჯდომარე გიორგი გაბედავა სოციალურ ქსელში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდეგი სახის პოსტით მიმართავს:
„ველით ახალი მინისტრისგან სისტემის წმენდას, ასევე გვაქვს სურვილი შევხვდეთ მას და კონკრეტული ფაქტები გადავცეთ! უამრავი ფაქტი დაგროვდა კრიმინალური პოლიციის უკანონო ქმედებების და მინისტრმა თავიდანვე უნდა დაიწყოს სისტემის გასუფთავება!" - წერს გაბედავა.