logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: კახა კახიშვილი შესანიშნავი მინისტრია!
- +

14 ნოემბერი. 2017. 02:40


 „იდეა, რომ ციხეები გადმოსულიყო იუსტიციის სამინსიტროს სისტემაში, ნამდვილად იყო, მა

გრამ ამ თემაზე დისკუსია ძალიან შორს არ წასულა", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.


„რაკი ჩემს აზრს მეკითხებით, გეტყვით, რომ ბატონი კახიშვილი არის შესანიშნავი მინისტრი და ის ძალიან კარგად აგრძელებს იმ პოლიტიკას და ციხის გაჯანსაღების სასიცოცხლო პრიორიტეტს, რასაც პირველივე დღეებიდანვე საფუძველი ჩაუყარა სოზარ სუბარმა, აჩიკო თალაკვაძემ და ყველას არ ჩამოვთვლი. შესაბამისად ჩემი გადასახედიდან, საჭიროება იმისა, რომ ეს მინისტრი, ასე ვთქვათ, სხვაგან წავიდეს, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების კარგი გამოცდილება აქვს და ალბათ კარგი გამომძიებელიც იქნება, თუ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, ამის საჭიროებას მე პირადად, ერთი რიგითი მინისტრი ვერ ვხედავ. იდეა იმისა, რომ ციხეები წამოსულიყო იუსტიციის სამინსიტროს სისტემაში, ნამდვილად იყო, მაგრამ დისკუსია ძალიან შორს ამ თემაზე არ წასულა. უბრალოდ ითქვა ის, რომ ასე ცალკე ციხეების სამინსიტროს მსოფლიოში ერთ ან ორ ქვეყანას აქვს. ეს არ არის ევროპული სტანდარტი, მაგრამ ამ ეტაპზე ციხეების სისტემა და ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, არის ადამიანის უფლებებზე მორგებული სისტემა და მას ვაცადოთ ამ კარგი მიმართულებით განვითარება, ზედმეტი რყევების გარეშე", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner