logo_geo
eng_logo
თბილისში ახალაშენებულ კორპუსში 20 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა
- +

18 აპრილი. 2016. 14:12


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი იმ დევნილ ოჯახებს შეხვდა, რომლებსაც თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადაეცათ.


სამინისტრომ დიდ დიღომში ახალაშენებულ კორპუსში, მენაშენეებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის პროექტის ფარგლებში, სამშენებლო კომპანია  „გიორგი ბრწყინვალე"-სგან  კონკურსის საფუძველზე  20 ბინა შეიძინა.


დიდი დიღმის დასახლებაში არსებული საცხოვრებელი ფართების უმეტესობა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა, ბინების ნაწილი კი ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცათ. 20 ბინიდან   6-ერთოთახიანია, 10-ოროთახიანი, და 4-სამოთახიანი. ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართები როგორც აფხაზეთიდან, ისე სამაჩაბლოდან დევნილმა ოჯახებმა მიიღეს.


დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ქართველი მენაშენეებისაგან თბილისში სულ 431 ბინა შეისყიდა. აქედან 231 ბინა დევნილ ოჯახებს უკვე გადაეცათ, დარჩენილი 200 ბინა კი 2016 წელს განაწილდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner