NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი განაგრძობს საქართველოსთან და NATO-ს პარტნიორებთან მუშაობას, საერთო ღირებულებების დასაცავად.
„მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი წერილისათვის, 2016 წლის 22 მარტს ბრიუსელში განხორციელებულ შემზარავ ტერორისტულ თავდასხმებთან დაკავშირებით. NATO წარმოადგენს თავისუფლების, დემოკრატიის ღირებულებებსა და ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის პატივისცემაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას - ღირებულებებზე, რომლებსაც ძალადობის ვერანაირი გამოხატულება შეარყევს. ჩვენ განვაგრძობთ მხარდამხარ მუშაობას საქართველოსა და ჩვენს პარტნიორებთან, რათა დავიცვათ ჩვენი საერთო ღირებულებანი. დიდ მადლობას გიხდით თქვენ მიერ გამოხატული სოლიდარობისათვის", - ნათქვამია წერილში.