logo_geo
eng_logo
გიორგი ახვლედიანი: როდესაც სტუდენტებს კითხვები აქვთ, მინისტრი ჩირგვებში არ უნდა იმალებოდეს!
- +

18 აპრილი. 2016. 14:21


პრემიერ-მინისტრის თსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრასა და დიალოგს პოზიტიურ გადაწყვეტილებად აფასებს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიორგი ახვლედიანი. როგორც მან „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პრემიერის აღნიშნულმა ნაბიჯმა ხელი შეუწყო დაძაბული ვითარების განმუხტვას.



„პრემიერ-მინისტრის სტუდენტებთან დიალოგმა გუშინდელი დაძაბული ვითარების განმუხტვას ხელი შეუწყო და ეს პოზიტივია. თუმცა ეს პროცესი არ დასრულდება მანამ, სანამ არ მივიღებთ ძირეულ რეფორმებს საგანმანათლებლო სისტემაში. პრემიერ-მინისტრი კი არ უნდა არეგულირებდეს ასეთ თემებს სტუდენტებთან, განათლების მინისტრიც არსებობს ამ ქვეყანაში, რომელიც ჩირგვებში არ უნდა დამალულიყო ამდენი ხნის განმავლობაში. მას უნდა გამოეჩინა კომუნიკაციის სურვილი. გასაგებია, რომ უნივერსიტეტის ცხოვრებაში არ უნდა ჩაერიოს და გადაწყვეტილების მიღებაში არ უნდა მონაწილეობდეს, მაგრამ როდესაც განათლების სისტემის მიმართ აქვთ კითხვები სტუდენტებს, ამ დროს განათლების მინისტრი კაბინეტში არ უნდა იმალებოდეს. ის კონტაქტზე უნდა იყოს სტუდენტებთან, თუ მოშიმშილე პროფესორ-მასწავლებლებთან.

 

 

საერთო ჯამში, გუშინ, რომ ეს დაძაბულობა რომ განიმუხტა, პოზიტიურია, მაგრამ ეს ვერ ჩაითვლება აღმოფხვრილ პრობლემად, სანამ საგანმანათლებლო სისტემაში ძირეულ რეფოემებს არ ჩავატარებთ", - განაცხადა ახვლედიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner