დიდი იტალიელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, კლასიკოსის სალვატორე კვაზიმოდოს საერთაშორისო პრემია გადაეცა ქართველ პოეტს დათო მაღაძეს, ნომინაციაში ლიტერატურაში განსაკუთრებული ღვაწლისთვის.
გადაწყვეტილება მიიღო Premio Internazionale Salvatore Quasimodo-ს ჟიურიმ და აღნიშნული ჯილდო ქართველ პოეტს მიაკუთვნა.
დაჯილდოების ცერემონია 17 დეკემბერს ქალაქ რომში გაიმართება.