საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.
მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან საუბარში პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით საუბარი ნაადრევია.
„მე ამასთან დაკავშირებით ვთქვი, რომ ვაგრძელებთ კონსულტაციებს. პრეზიდენტის განცხადება არ მინახავს. ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია", - განაცხადა პრემიერმა.