ავტორი ალა გრიგალაშვილი
„პრემიერის გამოსვლა თავისი შინაარსით იყო საინტერესო, მან ისაუბრა ყველა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხზე. ის გულწრფელია, რაც დადებით შთაბეჭდილებას ახდენს საზოგადოებაზე. ეს მიუთითებს მის პატიოსნებასა და სურვილზე, რომ ქვეყანა სწრაფად განვითარდეს", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გიორგი გაჩეჩილაძე პრემიერ-მინისტრის შეხვედრას მედიის წარმომადგენლებთან.
პარლამენტარი NDI-ს კვლევის შედეგებსაც გამოეხმაურა:
„ან სრულ იდიოტიზმთან გვაქვს საქმე, ან ანალიტიკოსების დეფიციტია ქვეყანაში, რომლებსაც შეუძლიათ რეალურად შეაფასონ სიტუაცია, რომელიც ამ კვლევის შედეგებით დგება. საკმარისია, ამ გამოკითხვის შედეგები შეადაროთ არჩევნების შედეგებს, იმ წუთში მიხვდებით, რომ აქ სალაპარაკოც კი არაფერია", - განაცხადა დეპუტატმა.