logo_geo
eng_logo
დემურ გიორხელიძე: ვატყუებთ ახალგაზრდებს, რომლებიც ეკონომიკისა და ფინანსების სპეციალობებს ეუფლებიან
- +

18 აპრილი. 2016. 15:29


„დადებითად ვაფასებ პრემიერის პრესკონფერენციას. მას ზუსტად აქვს დაჭერილი ცენტრალური პრობლემა, რომელიც განათლებას ეხება", - ამის შესახებ ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ გიორგი კვირიკაშვილზე საუბრისას განაცხადა.



მისი თქმით, „ვატყუებთ ახალგაზრდებს, რომლებიც ეკონომიკისა და ფინანსების სპეციალობებს ეუფლებიან".


 

„არავითარი ეკონომისტები და ფინანსიტები მათგან არ გამოვა, რადგან განათლების ის დონე, რომელსაც ისინი უნივერსიტეტებში იღებენ, არის მიზერული, შეუსაბამო თანამედროვე უნივერსიტეტების დონესთან. ისინი მოწვეტილი არიან რეალურ პროფესიულ განათლებას... მე გიორგი კვირიკაშვილს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ, მე მას პარლამენტიდან ძალიან კარგად ვიცნობ. მასზე კარგი აზრის ვარ, მიმაჩნია, რომ მისი მეშვეობით ბევრი კარგი საქმეების კეთება შეიძლება, თუ მას შესაბამისი თავისუფლების ხარისხი ექნება", - განაცხადა გიორხელიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner