logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: არავის დავინდობთ, ვინც კორუფციაში იქნება შემჩნეული!
- +

14 ნოემბერი. 2017. 20:46


 

„არავის არ დავინდობთ ვინც რაიმე სახით გაბედავს, რომ კორუფციის მიმართულებით იქნეს შემჩნეული. იქნება ადექვატური ზომები მიღებული", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა. როგორც კალაძემ განაცხადა, კანონის ფარგლებში ყველა აგებს პასუხს, სხვა შემთხვევაში ქალაქის განვითარება შეუძლებელია.


„კანონის ფარგლებში ყველა პასუხის აგებს. მე რა თქმა უნდა ისიც მიხარია, რომ წლების წინ ყველა ის ადამიანი რომელიც რაიმე სახით შემჩნეული იყო კორუფციაში, არაკანონიერ გარიგებაში მაშინვე მოჰყვა მყისიერი რეაგირება და ამ ადამიანებს მოუწიათ კანონის წინაშე პასუხისგება და რა თქმა უნდა, მომავალში გაგრძელდება.

 

სხვანაირად შეუძლებელია ქალაქის განვითარება, შეუძლებელია ქალაქის მოწესრიგება. ჩვენ ამას განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ, მე როდესაც მოვდიოდი ყოველთვის ვამბობდი რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანები ვინც ჩემთან იმუშავებს იყვნენ კომპეტენტურები, პროფესიონალები და რაც მთავარია პატიოსნები იყვნენ", - განაცხადა კახა კალაძემ.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner