როგორც თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ გადაცემა ,,რეაქციაში" განაცხადა, გუნდის პრეზენტაციას 15 ნოემბერს წარმართავს. სწორედ ხვალ გაირკვევა, ვინ რომელ მიმართულებას ჩაიბარებს მერიაში, ვინ დარჩება და ვინ წავა. კალაძემ არ დაასახელა გუნდის წევრების ვინაობები. მისი თქმით, ყველა დეტალი ხვალ გასაჯაროვდება.