logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: უგულავას მერობის შემდეგ მუშაობა ძალიან ძნელი იყო!
- +

14 ნოემბერი. 2017. 22:10


 

„მე ყოველთვის ვსაუბრობ იმ გაკეთებულ საქმეებზე რომელიც დათოს მერობის დროს იქნა გაკეთებული. რა თქმა უნდა, დათოს არ უნდა დავუკარგოთ ის ამაგი და შრომა, რომელიც ამ ადამიანმა 3 წლის განმავლობაში გააკეთა და განახორციელა", - ამის შესახებ თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ გადაცემა „რეაქციაში" ისაუბრა.

 

„მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ 3 წელი არის ძალიან ცოტა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მას ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდა. ძალიან რთული იყო მუშაობა უგულავას მერობის შემდეგ. ძალიან კონკრეტული შემთხვევები შემიძლია დავასახელო, როცა საბოტაჟი იყო, თუმცა დათომ მოახერხა გადაწყობა, გადალაგება და დღეს ყველანაირი საფუძველი საძირკველი არსებობს რომ ავაშენოთ, ამაზე მოვახდინოთ ქალაქის განვითარება ქალაქის წინსვლა, სწორის განაშენიანება.

 

ძალიან ბევრ პროექტი შემიძლია ჩამოვთვალო, რაც დათოს მერობის პირობებში განხორციელდა", - განაცხადა კახა კალაძემ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner