logo_geo
eng_logo
კიევში რუსული ბანკების ფილიალებს მომიტინგეებმა ქვები დაუშინეს
- +

21 თებერვალი. 2016. 00:55

 

 

როგორც BBC წერს, უცნობები თავს დაესხნენ რუსული "სბერბანკისა" და "ალფა ბანკის" ფილიალებს, ასევე კომპანია СКИ-ს, რომლის დამფუძნებელი რინატა ახმეტოვაა. ბანკებში დამტვრეულია ფანჯრები, დაზიანებულია ავეჯი და ტექნიკა. პოლიციამ საქმე ხულიგნობის ფაქტზე აღძრა.

 

 

"ინტერფაქსის" ცნობით, "სბერბანკის" შენობა ასევე შეღებეს ბრილიანტის მწვანეთი (ე.წ. "ზელიონკით"). როგორც BBC წერს, უკრაინული ტელევიზია "გრომადსკე" პასუხისმგებლობას მომხდარზე უკრაინულ მაციონალისტურ ორგანიზაციას აკისრებს. 

 

 

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის წევრებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ორგანიზაციის ლიდერმა ნიკოლაი კოხანივსკიმ ორგანიზაციის წევრებს ხელისუფლებისადმი უნდობლობის გამოხატვისკენ მოუწოდა. 

 

 

უკრაინის რამდენიმე ქალაქში 2014 წლის თებერვალში მაიდანზე დაღუპულთა საპატივსაცემოდ აქცია მიმდინარეობს. კიევის ცენტრში, ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 2000 ადამიანი დაიღუპა.


 

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner