logo_geo
eng_logo
აჭარის მწერალთა სახლში საქართველოს მწერალთა კავშირის 100 წლის იუბილე ჩატარდა
- +

15 ნოემბერი. 2017. 10:58



აჭარის მწერალთა სახლში, ბათუმის მერიის თანადგომით, საქართველოს მწერალთა კავშირის 100 წლის იუბილე ჩატარდა, რომელიც, ასევე, მიეძღვნა 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნას.


ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ფოტო გამოფენა და დოკუმენტური ფილმები მეოცე საუკუნის ქართველ კლასიკოსთა ვიდეო მასალებით. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ღირსშესანიშნავი მოვლენა მიულოცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ბატონმა ზურაბ პატარაძემ, ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ქალბატონმა ინგა შამილიშვილმა, მწერლებმა: დავით თედორაძემ, მაყვალა გონაშვილმა, ბაღათერ არაბულმა, ვახტანგ ღლონტმა, ბელა ქებურიამ... ღვაწლმოსილ მწერლებს გადაეცათ დიპლომები და საჩუქრები.


ღონისძიებაზე, ასევე, მწერალთა კავშირის მანდატი გადაეცა ორ მეცნიერსა და ლიტერატორს, პროფესორებს, მალხაზ ჩოხარაძესა და ალექსანდრე ჯიბლაძეს. შემოქმედებითმა საღამომ თბილ და ემოციურ გარემოში სრული ანშლაგით ჩაიარა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner