ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ნათლად გამოჩნდა, რომ გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნა პრემიერის პოსტზე არის წინგადადგმული ნაბიჯი", - აცხადებს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის მედიის წარმომადგენლებთან შეხვედაზე საუბრობს.
„ის გაცილებით სოლიდურად გამოიყურება. მისი გამონათქვამები, შეფასებები, მისი პოლიტიკა საგრძნობლად გასაგებია, გარკვეულია და პროგნოზირებადიც. მისასალმებელია, რომ ასეთი საკადრო ცვლილება მოხდა, მოხდა უკეთესობისკენ. მასმედიის წარმომადგელებს პირდაპირ ეთერში პირველად შეხვდა. კითხვები, რაც იქ დაისვა, არ იყო 100 დღის მოღვაწეობის ამსახველი, მაგრამ კითხვებზე მისი პასუხი იყო ადეკვატური, ამომწურავი, გასაგები და დამაკმაყოფილებელი", - განაცხადა კაკაბაძემ.