logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: გააჩერეთ ელისო კილაძე, თორემ ამოგიბრუნებთ დედაბუდიანად თქვენს ბნელ წარსულს
- +

0 . 0000. 00:00



ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალური ქსელის მეშვეობით „პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთ ლიდერს, დავით თარხან-მოურავს მიმართავს:

 

„დავით თარხან მოურავო!...

 

გააჩერეთ თქვენი დაქირავებული ელისო კილაძე, თორემ ამოგიბრუნებთ დედაბუდიანად თქვენს ბნელ წარსულს და ვერ გიშველით თქვენი „პატრიოტთა ალიანსი"!

 

ეტყობაб გელა ხვედელიძე თქვენ - დავით თარხან-მოურავმა ჩაანაცვლეთ?!...

 

მითხარი ერთი კაცურად, რა გაგიკეთებიათб საბაჟოს უფროსი რომ იყავით მაშინ, ქონების დაგროვებისა და ფულების შოვნის მეტი??? - ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, არ მშურს, მაგრამ, თქვენ და თქვენმა მონა-მორჩილმა, ფულის გიჟმა და ავხორცმა ქალმა, ერთობლივად, ჩემზე გინდათ სიბინძურეები დაგეგმოთ და მე კიდევ, ასე, ნაზად, მდუმარედ და უემოციოდ, გულხელდაკრეფილმა, გავატარო? კარგად ხომ იცით, რომ არ გავჩერდები და ყველა უსამართლოდ ნათქვამ სიტყვას, ჩემი მისამართით, იმ გარეწარი ქალისგან ნათქვამზე, თქვენ რომ მოგკითხავთ, ეს თუ იცით?... იქვე გყავთ ჭკვიანი ადამიანი გვერდით და კარგად დაეკითხეთ ირმა ინაშვილს, მე რაც შემიძლია, მან იცის ძალიან კარგად და ამ ბინძური დედაკაცის გამო, მთელ ქვეყანას ნუ შეაძულებთ თავს... დაიქირავე? გადაუხადე? კიდეც აკონტროლე, ძმაო!... აბა, როგორ გინდა?!... არ გაითვალისწინებ ამ ჩემს თხოვნას და ნათქვამს, ხომ? პირობას გაძლევ, დიეტის გარეშე გაგახდუნებ, ისეთ დღეში ჩაგაგდებ, ვიფიცებ ჩემი მშობლების ხსოვნას, ბატონო თარხან!!!

 

მაქვს დიდი და საფუძვლიანი ეჭვი, რომ თქვენ პირადად, ჩემს ლანძღვა-გინებას ავალებთ ელისო კილაძეს, რადგანაც თქვენი კანდიდატის ბორჯომში მხარდასაჭერად ჩასული ელისო კილაძე „ქრონიკა +"-ის დესანტის შესახებ ფოტოები, ბორჯომიდან მომაწოდეს და ფოტოები მე გავავრცელე „ექსკლუზივ ნიუსზე"... ერთნაირი ხელწერა გაქვთ... ზუსტად ასე აკეთებდა უბინძურესი ადამიანი გელა ხვედელიძე... სხვა ვერაფერი რომ ვერ ნახეთ ჩემს შესახებ, საგადასახადო თემებზე გადადით და გეტყვით, რომ, სამწუხაროდ, მეტობით მაქვს გადახდილი გადასახადები... ისე, რას გაბარებთ ანგარიშს, ან თქვენ, ან მას, ვინ ხართ და რას წარმოადგენთ ან თქვენ, ან ელისო კილაძე?!.. გეტყვით პირდაპირ, ორივე ერთმანეთზე უარესი ბინძურები ხართ, ამას დავამტკიცებ ნებისმიერ დონეზე და ყველა სიტყვაზე პასუხს ვაგებ!

 

დღეიდან ზუსტად ისეთ პასუხს მიიღებთ ჩემგან, როგორსაც თქვენი და ელისოს სინდის-ნამუსისა და ფიზიონომიის ადამიანები იმსახურებენ. ჰოდა, დავიწყოთ!...

 

...როგორც ჩანს, თარხან-მოურავმა ფსონი გაკოტრებულ „ქრონიკა +"-ზე იმიტომ დადო, რომ დამფუძნებელი ელისო კილაძე, მასსავით გაკოტრებულ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ზე დაუღალავად რომ იყეფებს და ზოგ შემთხვევაში, „დიდ მებაჟეს" გამოცემის „დესანტით" დაუდგება გვერდში...

 

ადრე სოსო გოგაშვილის გარეშე ვერ სუნთქავდა ეს „კედლის გაზეთი" და ყველა ნომერში სოსო გოგაშვილი „გვესალმებოდა"! ... უშნომ და ბოროტმა, ათასჯერ მაინც დააანონსა, გოგაშვილს მოხსნიანო, მაგრამ გოგაშვილი კერკეტი კაკალი გამოდგა და ელისოს გასაკვირად, დღემდე თანამდებობაზე რჩება.

 

გოგაშვილს რომ ვერაფერი დააკლო და ვერაფერი გამოსძალა, ახლა უკვე ახალი სამიზნე და მსხვერპლი შეარჩია...

 

„ქრონიკა +"-ის მთავარ გვერდს, ნაცვლად სოსო გოგაშვილისა, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ფოტო ამშვენებს სათაურით; „გაზაფხულზე პრემიერი შეიცვლება".

 

როგორც ჩანს, ქალბატონმა ახალი დაკვეთა მიიღო დავით თარხან-მოურავისგან, - მთავრობის გადაყენებაში და კვირიკაშვილის დისკრედიტაციაში დამეხმარეო!... ჯერ ხომ, სააკაშვილს საქართველოში დაბრუნებაში და მილიონიანი საპროტესტო ჯაჭვის გაკეთებაში დაეხმარა და ახლა, თარხან-მოურავმა დაითრია დიდი „დესანტის" მეთაური... კარგით, დავუშვათ, დაკვეთა გავიგეთ, დამკვეთიც და გადამხდელიც, მაგრამ... ერთი რამ ვერ გავიგე... ეს ადამიანი, ასე ხელაღებით, თუ ნებისმიერისგან იღებს შეკვეთებს, ფულის სანაცვლოდ, მაშინ რატომ არის, რომ ფულების შოვნაში გაწაფული და პოლიტიკაში უნებლიეთ, ბუნდოვანი გზებით პორტირებული „მებაჟე" დავით თარხან-მოურავი, ასე ბითური და გოიმია? „მებაჟემ" ხომ შესანიშნავად იცის „ქრონიკა+"-ის რეიტინგიც და ტირაჟიც, ასევე ის, რომ წამგებიან თემებში ფულის ჩადება მისთვის არანაირი ხეირი არაა პოლიტიკურად თუ ფინანსურად?!.. ეს ცოტა უცნაურია... თუმცა, არსებობს ასეთი ინფორმაციაც, რომ თავად თარხან-მოურავი, რომელიც ძალიან ხშირად იმყოფება უცხოეთში, სწორედ მას აფინანსებს გასაიდუმლოებული ძალები, კონკრეტულად ხელისუფლებისა და კვირიკაშვილის წინააღმდეგ, საპროტესტო ტალღა რომ ააგოროს და ამ იდეის განხორციელებაში, მან მთავარ მოკავშირედ, შესაძლოა გაკოტრებული გაზეთი და მისი დამფუძნებელი „ჟურნალისტი" ელისო კილაძე დაიყენოსო...

 

არანაირი „ო"... პრინციპში, ეს რომ მართლაც 100%-იანი სიმართლე იყოს, მათემატიკური ანგარიშითაც კი, დავით თარხან-მოურავი არაფერს არ აგებს... მას თუ აფინანსებენ და შემდეგ ის დააფინანსებს სხვას... ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თარხან-მოურავი პირველ პირთან - დამფინანსებელთან ელისო კილაძეს, ცხადია, არ გააჭაჭანებს და ეს ფულის პუტანკაც, ცხადია, მეორე ხარისხში ჩამოლაბორანტდება, თავისთავად... არადა, რა დრო იყო, უკრაინის აეროპორტში მიშას დაცვის წევრები და თვით მიშაც კი „მუშკაზე" რომ ჰყავდა??!.. ეჰ, ჩემო თარხან, ბოლოს და ბოლოს, ამ ბნელი დედაკაცის იმედზე

 

დარჩი? ღმერთმა ნუ ქნას, ზღაპარია, ვიცი...ნეტავ, ოდესმე ისე გაძლიერდე, რომ ან შენი გადაგდებული მთავრობა, ან შენი გადაყენებული პრემიერი მანახა რა... არ მეტკინა არაფერი.

 

ფუუ, თქვე უნამუსოებო, წესიერ ადამიანს ყველაფერი შესძულდება ამ ქვეყანაში, პოლიტიკაც და ჟურნალისტიკაც... სავაჭრო დუქნად გადააქციეთ ქვეყანა, თქვე პოლიტპუტანებო!..." - წერს დარეჯან ლიპარტელიანი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner