ჟურნალისტი ზაზა სვანაძე სოციალური ქსელის მეშვეობით პარლამენტის ვიცე-სპიკერს, „პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთ ლიდერს ირმა ინაშვილს მიმართავს.
ზაზა სვანაძე ჟურნალისტ დარეჯან ლიპარტელიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ირმა ინაშვილმა ელისო კილაძეს უნდა მოუწოდოს, რომ საზოგადოების ცილისწამება და შეურაცხყოფა შეწყვიტოს.
„დარეჯან ლიპარტელიანი ჩემზე ნაწყენია, კაი ხანია, ერთმანეთის ფრენდლისტსაც არ ვამშვენებთ, არც ლაქუცი მჩვევია და არც ცხვირის ჩაყოფა იქ, სადაც არ მესაქმება! წლებია, რაც დარეჯანის კედელზე არ დამიკომენტარებია, მაგრამ ჩემს აზრს ვიტყვი - დავიჯერო, ასე უხერხულია რჩევების მიცემა ერთმანეთისთვის? აფინანსებ თუ არ აფინანსებ მას, ეს არაა ჩემი საქმე! არც შენ და არც „პატრიოტებს" ჩემი საგვარეულო ვალი არ გმართებთ, უბრალოდ, რომ ურჩიო, ასე რომ დაგვძიღნა ყველა, სხვათა აზრის გათვალისწინებას არ იკარებს?
გავიგე, რომ პატარა გოგოები არ ხართ, სოლიდურ ასაკში ხართ ორივე, მაგრამ, როგორც ქალი ქალს, როგორც ჟურნალისტს, ისე რომ ურჩიო, სტატუსის მიღმა არ შეიძლება? - აქვე: მე ჩემს თავს კი არ ვდარდობ? ელისოსგან თავდაცვის იქით, სხვისი მოგერიება არ მომიწიოს და ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს, უბრალოდ, მისთვისაა ცუდი და შენ გერჩიან მერე მასზე გაბრაზებულები! მეც რომ ძაან გავუტიე, ხომ მომეცი ერთხელ რჩევა? რა, გაგებუტე თუ გმტრობ?
მტრები აქ არ გწერთ, შენ ჩემთვის არ ხარ უცხო, არც ელისოს ვერჩი, მიუხედავად იმისა, მაწყენინა, მაგრამ სხვებს უარესები გაუკეთა. კიდევ ვწერ, ვაფასებდი, მიყვარდა, როგორც უფროსი მეგობარი, არც სკანდალი გვიკვირს, არც ჩხუბი, არც გვარამიას თუ სხვათა ეთერები, მისთვისაც მინდა კარგი, რომ ვიღაცამ ტყვია არ ესროლოს მაგ ქალს, აბოროტებს ხალხს და იქნებ ურჩიო, რომ ნანუკას გარდაც ვართ ასე თუ ისე ადამიანები სხვები. მე ხომ სულ ვამბობდი, ელისოს და ირმას ნუ ჰკიდებთ ერთმანეთს-თქო? გახსოვს ალბათ, არ გაქეზებ, არ ვსეირობ - ხალხი საუბრობს, ირმა ინაშვილს აშანტაჟებსო, იმდენი გადაიკიდა. ეს გინდა, ირმა? მე ვფიქრობ, უნდა დაილაპარაკოთ", - მიმართა ზაზა სვანაძემ ირმა ინაშვილს.
აღნიშნულზე ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ თავის მართლებას არ აპირებს.
„არავისთან არაფერი მაქვს არც გასარჩევი და არც სალაპარაკო. არც თავის სამართლებელი. ეს მინდა, რომ ყველამ სწორად გაიგოს. მე ჩემი გზა და საქმე მაქვს. თქვენ არ გერჩით. თქვენც გამოიჩინეთ გონიერება და სიმშვიდე", - წერს ინაშვილი.
ირმა ინაშვილს ზაზა სვანაძემ შემდეგნაირად უპასუხა:
„რა შუაშია, ირმა, თავის მართლება? ან კი როგორ გაკადრებ? იქამდე გიცნობდი მინიმუმ 3-4 წლით ადრე, სანამ „ქრონიკა +"-ში შევაბიჯებდი, უბრალოდ, მრჩეველები ელისო კილაძეს კი არა, წამყვანი ქვეყნების პრეზიდენტებს ჰყავთ. მე ვიცი, რომ ხართ იმ დონეზე ერთმანეთთან, ეგ რომ შეჰკადრო. თორემ მე ჩამიწყე საქმე-მეთქი, არ მითხოვია, მე ელისო კილაძემდე მიცნობდნენ, იქამდე ვჩანდი და ვახურებდი თემებს, კი იცი კარგად. და ელისოს გარეშეც არ დავიკარგები, თავისი სიმართლით ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, წარმატებები", - მიმართა ზაზა სვანაძემ ირმა ინაშვილს.