logo_geo
eng_logo
ცოტნე ზურაბიანი: მივესალმები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას
- +

15 ნოემბერი. 2017. 13:17


 

როგორ აფასებს საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს მთავრობაში, ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ცოტნე ზურაბიანი „რეპორტიორს" ესაუბრა.

 

„მივესალმები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ საჭირო და დროული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებით, რაც შეამცირებს ხარჯებს და უფრო ეფექტურს გახდის მართვის შესაძლებლობას.

 

ასევე მისასალმებელია მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა თავისი გამოცდილებით, პროფესიონალიზმით და ძლიერი მენეჯმენტით. წარმატებას ვუსურვებ ახალ გუნდს", - განაცხადა ზურაბიანმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner