პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდი არ უნდა იქცეს გარკვეულ ტვირთად.
„ყველამ ვიცით, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება და ეს წინგადადგმული ნაბიჯია, განსხვავებით წინა არჩევნებისგან", - განაცხადა სესიაშვილმა.
სესიაშვილი იმედოვნებს, რომ წინასაარჩევნო პროცედურის დაწყების საკითხზე პრეზიდენტი და პრემიერი შეთანხმებას შეძლებენ.
„რაც შეეხება იმას, თუ როდის უნდა დაიწყოს უშუალოდ წინასაარჩევნო პროცესი, აქ საჭიროა გონივრული და რაციონალური მიდგომა. წინასაარჩევნო პერიოდი არ უნდა იქცეს გარკვეულ ტვირთად ჩვენი სახელმწიფოსთვის, ბიზნესსექტორისთვის, ინვესტიციებისთვის, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მგრძნობიარეა ჩვენთან სხვადასხვა სფერო არჩევნების მიმართ. ეს, ალბათ, ბოლო გამოწვევაა, რომელიც გვიდგას და მომავალში ასეთი გამოწვევები აღარ იქნება", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.