ავტორი მარიამ ტატიშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მთავრობის რესტრუქტურიზაციასა და საკადრო ცვლილებებზე „რეპორტიორთან" საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პაატა კვიჟინაძე გამოეხმაურა და აღნიშნული გადაწყვეტილებები შეაფასა.
„რაც უფრო კომპაქტური იქნება მთავრობა, მით უკეთესი, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. მთავარი იდეა იმაშია, რომ უფრო ეფექტური და მოქნილი იყოს ახალი სტრუქტურა, ამასთან ერთად ხარჯებიც შემცირდეს. ჩვენ ამის იმედი გვაქვს და ეს გადაწყვტილებებიც ამიტომ იქნა მიღებული, რომ უფრო ეფექტური გახდეს მუშაობა", - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.