logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: რესტრუქტურიზაციით სისტემა უფრო ლოგიკური გახდა
- +

15 ნოემბერი. 2017. 16:43



„სტრუქტურული ცვლილება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკადრო ცვლილება, რადგან ადამიანები მიდიან და მოდიან და სტრუქტურები რჩება", - ამ თემაზე „რეპორტიორთან" ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ ისაუბრა და მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები შეაფასა.


„ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ უფრო ლოგიკური გახდა სისტემა და დუბლირებები თითქმის მოიხსნა. მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროს ერთი საქმე ჰქონდათ და ვინაიდან გაერთიანდებიან, დუბლირება იხსნება", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner