გასულ კვირას ქართველი სამართალდამცველების მიერ მრავალ დანაშაულში მხილებულ მეგის ქარდავას მორიგი ბრალდება წაუყენეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ კუდ-ისა და სამხედრო პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს გენერალ რომან დუმბაძის მკველობის შეკვეთასაც ედავებიან.
გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის სავარაუდო მოტივებზე, მოკლულის ძმა ბეჟან დუმბაძე საუბრობს.
„ვიცი, რომ მეგის ქარდავას რომანი არც კი იცნობდა და არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. შესაბამისად, მას რაიმე პიროვნული მოტივი არ ექნებდოდა, ეს მკვლელობა მხოლოდ ქარდავას დონეზე არ გადაწყდებოდა", - აღნიშნავს ბეჟან დუმბაძე „პრაიმტაიმთან" საუბრისას.
მოკლულის ძმა არ გამორიცხავს, რომ რომან დუმბაძეს თავისი წარსული საქმინობიდან გამომდინარე, ისეთი ინფორმაცია ჰქონოდა, რომელიც შესაძლოა, მისი მკვლელობის საფუძველი გამხდარიყო. თუმცა, ასეთი ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ გენერალი დუმბაძე მოსკოვში, რუბლიოვოს გზატკეცილზე, 2012 წლის 21 მაისს მოტოციკლიდან ჩაცხრილეს. დამნაშავეები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა.