logo_geo
eng_logo
ილია წულაია: რა თქმა უნდა, ეს ცვლილება გაამართლებს
- +

15 ნოემბერი. 2017. 17:02



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ილია წულაიამ მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები „რეპორტიორთან" საუბრისას შეაფასა. მისი თქმით, აღნიშნული რეორგანიზაცია გამოიწვევს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას.

 

„რა თქმა უნდა, ეს ცვლილება გაამართლებს. მთავარი ამოცანა ამ ცვლილების ისაა, რომ ბიუროკრატიის ხარჯი შემცირდეს და ძირითადი თანხები, რაც ბიუჯეტშია მობილიზებული, წავიდეს ისეთი პროექტებისთვის, რომელიც ეკონომიკურ განვითარებას ხელს შეუწყობს. შემცირდეს ბიუროკრატია და ძირითადი მიმართულება გახდეს ეკონომიკური ზრდა - ეს არის მთავარი ამოცანა.

ოპოზიციის მხრიდან არაერთხელ მოგვისმენია ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ ბიუროკრატიის ხარჯი უნდა შემცირებულიყო. შარშან ჩვენ შევძელით და მოვახერხეთ გარკვეული შემცირება. საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს იმას, რომ გამოთავისუფლებული თანხები წავა  სხვა მიმართულებით. აქედან გამომდინარე, უფრო მოქნილი იქნება ჩვენი მმართველობა და მეტად მოხდება ეკონომიკის ზრდა", - განაცხადა ილია წულაიამ.

 

ილია წულაიამ ასევე საკადრო ცვლილებებსა და მის ეფექტურობაზეც ისაუბრა.

 

„ის ხალხი, ვინც დაინიშნა მინისტრებად, თავიანთ სფეროში საკმაოდ წარმატებული საქმიანობით გამოირჩევიან. დარწმუნებული ვარ, ისინი თავიანთ ვალდებულებებს ძალიან კარგად შეასრულებენ, იქნებიან ძალიან კარგი მინისტრები, რადგან არიან კარგი მენეჯერები", - განაცხადა ილია წულაიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner