ავტორი მარიამ ტატიშვილი
ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიერ მიღებული საკადრო ცვლილებები „რეპორტიორთან" შეაფასა. საყვარელიძის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები გაამართლებს.
„პრაქტიკულად, გაუგებარი საკადრო ცვლილება არცერთი არაა, ყველა მინისტრის დანიშვნის უკან არგუმენტაცია და ლოგიკაა. ერთადერთ კითხვის ნიშანს თითქოს აჩენს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი გახარიას დანიშვნა შინაგან საქმეთა სამინისტროში, მაგრამ თუკი გავითვალისწინებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ურთულესი სტრუქტურაა, სადაც ერიდებიან ხოლმე ამ სტრუქტურაში ჩართული ადამიანის დანიშვნას, სწორედ იმიტომ, რომ გაშინაურებამ ცუდი სამსახური არ გაუწიოს საქმეს, აქედან გამომდინარე, გარედან მოყვანა შეიძლება საინტერესო ნაბიჯი იყოს. მითუმეტეს, რომ გახარიას მენეჯმენტის თვალსაზრისით საკმაოდ დიდი ნდობა აქვს საზოგადოებაში", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.